New Horizons in GI Medicine
TBILISI, GEORGIA
New Horizons in GI Medicine
TBILISI, GEORGIA
New Horizons in GI Medicine
TBILISI, GEORGIA
New Horizons in GI Medicine
TBILISI, GEORGIA
New Horizons in GI Medicine
TBILISI, GEORGIA
ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია
გვსურს მოგიწვიოთ თბილისში, ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 20-22 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თანამედროვე თბილისის გამორჩეულ შენობაში, აქსის თაუერსში.
კონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებს და თანამედოვე მიღწევებს, რომელთაც წარადგენს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის 30-ზე მეტი მოწვეული სპიკერი როგორც ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. მომხსენებლებს შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციაზე ქირურგიის გარდა მოცული იქნება დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებული ისეთი დარგები, როგორიცაა: ონკოლოგია, გასტროენტეროლოგია, რადიოლოგია, ტრანსპლანტოლოგია და სხვა, რათა ჩვენს დელეგატებს შევთავაზოთ რაც შეიძლება ფართო და ინტერდისციპლინური პროგრამა. სპეციალურ, საპატიო სესიაში ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიო მასშტაბის მედიცინის ოსტატები.
კონფერენციის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა შემუშავდა საქართველოში წამყვანი კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მიერ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია გახდება დასამახსოვრებელი ღონისძიება დელეგატებისა და სპიკერებისთვის, რომლის დროსაც მონაწილეებს მიეცემათ აკადემიური და პერსონალური ურთიერთობების გაღრმავების საშუალება სასიამოვნო გარემოში.
EDS Tbilisi 2023 საორგანიზაციო გუნდი
ივანე აბიათარი – EDS 2023-ის პრეზიდენტი
ტიერი ბერნი – სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე
კობა შანავა – საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე
IVANE ABIATARI
President of EDS 2023

THIERRY BERNEY
Chairman Scientific Programme Committee

ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 საერთაშრისო კონფერენცია, თბილისი, საქართველო, 20/04/2023-22/04/2023 აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME®) მიერ, მაქსიმუმ 13 ევროპული CME კრედიტით (ECMEC®s). თითოეულმა დელეგატმა უნდა მოითხოვოს მხოლოდ იმ საათების კრედიტი რომელიც მან რეალურად გაატარა კონფერენციის საგანმანათლებლო ფორმატში.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. დელეგატებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.